2040 წლისთვის ავტომობილების ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება

2040 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყოველი სამი მანქანიდან ორი ელექტრომობილი იქნება. 

 

 აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ სამგზავრო ავტომობილებზე არ ვრცელდება. არამედ, 2040 წლისთვის, ავტობუსების, მცირე და საშუალო ზომის კომერციული ტრანსპორტისა და ორ და სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების სრული უმეტესობა ელექტრო ძრავზე იმუშავებს.

 

Bloomberg-ის ცნობით,  2025 წლისთვის სამგზავრო ელექტრომობილების რიცხვი 54 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო 2040 წლისთვის – 66 მილიონამდე.

 

ცნობისთვის, Helios Energy Georgia-ს მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული. შედარებისთვის 2020 წლის დეკემბერში რაოდენობა დაახლოებით 2 485-ს შეადგენდა.

 

9-08-2021, 21:54    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი