თანამედროვე მენეჯმენტის მართვის როლი ბიზნესში

თანამედროვე რეალობაში მენეჯმენტის სწორი მართვა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უნარებზე, ალღოზე, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე. თუ გაქვთ საწყისი კაპიტალი და აპირებთ დაიწყოთ ან განავითაროთ საკუთარი ბიზნესი, ცხადია გაინტერესებთ რა ძირითად პლატფორმაზე დგას ბაზარზე დამკვიდრება.

 

თუ მუშაობთ ტოპ მენეჯერის პოზიციაზე და ფიქრობთ, გესაჭიროებათ უფრო მეტი კვალიფიკაცია კომპანიის ფორმირების სიღრმისეულ ცოდნაში. ან სულაც გიჩნდებათ სურვილი თავად განახორციელოთ პრაქტიკაში დამფინანსებლისთვის ბიზნეს გეგმის წარდგენა, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაინტერესდეთ თუ რა ხდება ბიზნესის საკანონმდებლო გარემოში, როგორ ხდება მარკეტინგული და პიარ მიზნების განსაზღვრა, პერსონალის და ხარისხის მართვა, რა მეთოდებით 

ხდება ბაზრის შესწავლა და მონიტორინგი.

 

თუ შესაბამისი ცოდნა არ გაგაჩნიათ გირჩევთ პრაქტიკოსების გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღეთ კონსულტაციები და დანერგოთ თქვენივე პრაქტიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ექსპერიმენტების დაძლევა.

 

როდესაც გაქვთ მიზანი თავად გახდეთ ლიდერი უნდა იცოდეთ, რომ კარგი თუ ცუდი - აღმასრულებლისგან მოდის. თუ ლიდერი გამოცდილებასთან ერთად გაწონასწორებული, ოდნავ მკაცრი და პრინციპულია, აქვს მოსმენის კულტურა და კონტროლის დელეგატურობა, ფლობს ანალიზის უნარს, ამ შემთხვევაში კომპანია მხოლოდ წარმატებაზე და შედეგზეა ორიენტირებული.

 

თუ ლიდერი მეტნაკლებად ამბიციურია, იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ემოციებს და სპონტანურ რეაქციებს ემყარება, არ ახდენს გამჭირვალე ურთიერთობებს პარტნიორებთან, ამა თუ იმ ფაქტორებით ქმნის ხელოვნურ ბარიერებს ლიდერობის შესანარჩუნებლად, დიდი რისკია შედეგები გამანადგურებელი მოჰყვეს.

 

ამიტომაც პრაქტიკოსები გვირჩევენ ყევლა იმ მნიშვნელოვანი დეტალების გატესტვას, რომელიბიც საწარმოს მართვის გადაწყვეტილებას ეხება. გუნდური მუშაობის პრინციპების გარეშე შეუძლებელია კომპანიის მიზნობრივი განვითარება. ლიდერს სწორად უნდა ესმოდეს რა სურს და რატომ სურს. 

 

შვეიცარული საათივით აწყობილი წარმოება, მხოლოდ მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების ადეკვატურია. 

 

იხილეთ მეტი...

 

6-12-2018, 00:11    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი