ვინ შეძლებს იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამით სარგებლობას - კრიტერიუმები

მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება. სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. ამასთან, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - 2/3.

 

როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამაშია აღნიშნული, სესხის სუბსიდირებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს:

 

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი,

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ყავს 3 ან მეტი შვილი და ამ პროგრამის ფარგლებში სესხს აიღებს 2022 წლის 1-ლი სექტემბრის ჩათვლით,

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ყავს შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ.

როგორც დადგენილებაშია განმარტებული, პროგრამის მიზნებისათვის შვილად მიიჩნევა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი/შვილად აყვანილი/გერი.

6-08-2021, 15:24    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი