ბაზარზე კარტოფილის რძე გამოჩნდა

შვედურმა სტარტაპ Veg of Lund-მა, ლუნდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გამოუშვა პროდუქტი სახელწოდებით „DUG“, რომელიც მცენარეული რძეა და მზადდება ჩვეულებრივი კარტოფილისგან. ის ახლახან შვედეთისა და ბრიტანეთის ბაზრებზე გაიტანეს. ინფორმაციას პორტალი „აგრობიზნესი“ ავრცელებს.

 

რატომ მაინცდამაინც კარტოფილი? პროდუქტის შემქმნელები მიიჩნევენ, რომ ამ კულტურის მცენარეული რძის საფუძვლად გამოყენება უკეთესია გარემოსთვის, ვიდრე, მაგალითად, შვრიის, რადგან მასთან შედარებით, კარტოფილს ფართობის ნახევარი უკავია.

 

Veg of Lund-ში აცხადებენ, რომ მიწიდან ამოთხრილი უბრალო კარტოფილი იდეალური საფუძველია რძის ალტერნატივისთვის მათი ნეიტრალური გემოს, ასევე, საკვები და მდგრადი თვისებების გამო. გარდა ამისა, იგი ბუნებრივად არ შეიცავს საერთო ალერგენებს, როგორიცაა სოიო, თხილი და გლუტეინი (წებოვანა). ცნობილია, რომ მცენარეული რძის საფუძვლისთვის კიდევ ერთი ალტერნატივა ნუშია, რომელიც ორჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე შვრია. თუმცა კარტოფილი, ნუშთან შედარებით, 56-ჯერ ნაკლებ წყალს მოიხმარს.

 

World Food Innovation Awards 2021-ის წლის დაჯილდოებაზე Veg of Lund-ის ინოვაციამ საუკეთესო ჰიპოალერგიული პროდუქტის ჯილდო მოიპოვა. ახალი რძე თავისუფალია 14 ყველაზე გავრცელებული ალერგენისგან, შეიცავს მცირე რაოდენობის გაჯერებულ ცხიმს, ცოტა შაქარს და გამდიდრებულია კალციუმით, D ვიტამინით, რიბოფლავინით, ვიტამინ B12-თა და ფოლიუმის მჟავით.

 

DUG კარტოფილის რძე 3 სახეობის პროდუქტია. ესენია Barista, Original და Unsweetened.

30-07-2021, 00:08    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი