მომღერალი Pink ვროპის ხელბურთის ფედერაციას სექსიზმში ადანაშაულებს

პოპ მომღერალი Pink  ნორვეგიის ქალთა პლაჟის ხელბურთის გუნდს მხარდაჭრას უცხადებს. 

 

ცოტა ხნის წინ ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ნორვეგიის ქვიშის ხელბურთის ქალთა გუნდი €1 500-ით დააჯარიმა. ამის მიზეზი გუნდის წევრთა  ჩაცმულობა გახდა. გოგონებმა  ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაზე სავალდებულო ბიკინის ქვედატანების ნაცვლად შორტები ჩაიცვეს.

 

Pink მხარს უჭერს  სპორტსმენებს. მისი თქმით, ის ამაყობს გოგონებით, რომლებიც  სექსისტურ წესებს ეწინააღმდეგებიან.

 

”ძალიან ვამაყობ ნორვეგიის ქვიშის ხელბურთის ქალთა გუნდით, რადგან მათ გააპროტესტეს მათი 'უნოფორმის' შესახებ არსებული სექსისტური წესები. ევროპის ხელბურთის ფედერაცია უნდა დაჯარიმდეს სექსიზმის გამო”, - წერს მომღერალი Twitter-ზე.

 

მომღერალმა გუნდს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა და ჯარიმის გადახდაც შესთავაზა.

27-07-2021, 23:12    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი