Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა

სოციალურმა ქსელმა Instagram-მა, განაცხადა რომ ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ შეუსაბამო შინაარსის კონტენტის რაოდენობა დამოუკიდებლად აკონტროლონ. შესაბამისი განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნდა.

 

როგორც "ფეისბუქში" განმარტეს, ახალი ფუნქციის საშუალებით, მომხმარებლებს შეეძლებათ დამოუკიდებლად შეზღუდონ ან გაზარდონ გარკვეული შინაარსის კონტენტის  რაოდენობა Instagram-ის Explore განყოფილებაში.

 

”ჩვენ გვესმის, რომ ყველას განსხვავებული პრეფერენციები აქვს იმის თაობაზე, თუ  რისი ნახვა სურს Explore-ში, ეს კონტროლი უფრო მეტ არჩევანს მისცემს მომხმარებლებს თავად გაფილტვრონ შინაარსი”, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

Facebook-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასასურველი ინფორმაციის ჩვენების გაფართოების შესაძლებლობა 18 წლამდე ასაკის პირებს არ ექნებათ.

22-07-2021, 01:31    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი