"საქართველოში ფასების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები იწვევს"

ასების ზრდას იწვევს საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები, მიწოდების შეზღუდვის ფონზე მაღალი წარმოებისა და შუალედური ხარჯები, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მაღალი ინფლაცია ძირითადად მიწოდების ფაქტორებით არის გამოწვეული.

 

"როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღნიშნავს და მეც აღვნიშნე, მაღალი ინფლაცია დღეს უკვე გლობალური ტრენდია და გამოწვეულია პანდემიასთან დაკავშირებული მიზეზებით. საქართველოს შემთხვევაში, დღესდღეობით ფასების ზრდას იწვევს საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები, მიწოდების შეზღუდვის ფონზე მაღალი წარმოებისა და შუალედური ხარჯები. ამავე დროს კომუნალური გადასახადები.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად გავაკეთეთ ანალიზი, მაგალითად, რა იქნებოდა ინფლაცია საქართველოში, რომ დოლარში გამოხატული ფასები დარჩენილიყო შარშანდელ ნიშნულზე. ანუ ეს არის ის ფასები, რომლის კონტროლი საქართველოს არ აქვს. ეს გვაჩვენებს, რომ დღეს ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოს იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ინფლაცია ძირითადად მიწოდების ფაქტორებით არის გამოწვეული. მიჩნეულია, რომ ეს აუცილებლად გაივლის და 2022 წლის პერიოდის ბოლო ინფლაცია არის 2,3%, ხოლო საშუალო ინფლაცია 2,8%. ფონდიც ეთანხმება ჩვენს პროგნოზსს, რომ ეს არის ერთჯერადი და მიმდინარე. თუმცა პანდემიას აქვს ერთი ძალიან ცუდი რამ, რაც არის გაურკვევლობა, რადგან ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალი ფაქტორი იყოს, რომელმაც შეიძლება პროგნოზი არ გაამართლოს და საერთოდ საპირისპირო მიმართულებითაც შეცვალოს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

19-07-2021, 22:59    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი