ღვინის ექსპორტიორი ქართული კომპანიების ტოპ 5-ეული

„ასკანელი ძმები“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“, „თბილღვინო“ და „ბადაგონი“ – ეს ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ხუთეულია, რომელთაც 2021 წლის იანვარ–მაისის პერიოდში საქართველოდან საერთაშორისო ბაზრებზე ყველაზე დიდი რაოდენობის ღვინო გაიტანეს. 

 

უწყების ცნობით, „ასკანელი ძმები“ ღვინის ექსპორტს 13 ქვეყანაში ახორციელებენ. ესენია: ჩინეთი, კვიპროსი, გერმანია, ისრაელი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და აშშ. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ შემდეგ 9 ქვეყანაში გადის ექსპორტზე: აზერბაიჯანი, ჩინეთი, გერმანია, ჰონგ–კონგი, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო. „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“ ქართულ ღვინოს 4 ქვეყანაში ყიდის და ესენია: გერმანია, პოლონეთი, რუსეთი და უკრაინა. „თბილღვინო“ტოპ-ექსპორტიორებიდან ყველაზე მეტ, 17 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბელარუსი, კანადა, ჩინეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ყაზახეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდი, პოლონეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ. რაც შეეხება მეხუთე მსხვილ ექსპორტიორს, „ბადაგონს“, ის თავის პროდუქციას შემდეგ 8 ქვეყანაში ყიდის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, ჩინეთი, იტალია, ყაზახეთი, პოლონეთი, რუსეთი და უკრაინა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2021 წლის 6 თვეში საქართველოდან საერთო ჯამში 56 ქვეყანაში განხორციელდა ღვინის ექსპორტი. სულ ექსპორტირებული იყო 46.4 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 7%-ით აჭარბებს.

 

წყარო: Forbes Georgia

16-07-2021, 23:25    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი