„გარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ბიზნეს რეიტინგის XXI ღონისძიება გაიმართა

 საღამოს, ბიზნეს ელიტასთან ერთად, მთავრობის დიდი შემადგენლობა, დიპლომატიური კორპუსი, ექსპერტები, წამყვანი მედიასაშუალებების სრული სპეტქტრი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. წლევანდელი ღონისძიების ლეიტმოტოვი კოვიდ19-ის პანდემია იყო.

 

 

გალა საღამოზე, ტრადიციულად, წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებას, კოვიდ19-ის პანდემიის რეგულაციების გამო, 80-მდე ადამიანი ესწრებოდა. 

 

 

XXI  ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ:

 

•         ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

•         გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

•         ფინანსთა სამინისტრო

 

•         ქალაქ თბილისის მერია

 

•         საპარტნიორო ფონდი

 

 

სპონსორები იყვნენ:

 

1.      გენერალური სპონსორი - „სოკარ ენერჯი ჯორჯია“

 

2.      ალმასის სპოსნორი - „ზარაფხანა“

 

3.      ოქროს სპონსორი -„არ ემ ჯი“

 

4.      „კავკასიის ავტოიმპორტი“

 

5.      „ჯეორჯიან პროდაქტს“

 

 

2020 – 21-ე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები, რეიტინგის ფარგლებში, შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

 

 

1. ნომინაციაში: გუნდის პროფესიონალიზმი, უმსხვილესი დამსაქმებელი, ხარისხის გარანტი - კომპანია "ავერსი"- პაატა კურტანიძე დასახელდა.

 

 

2. ნომინაციაში: საექსპორტო ბაზრისა და სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციის უალტერნატივო ლიდერი - კომპანია "არემჯი" - კობა მენაბდიშვილი დაჯილდოვდა.

 

 

3. ნომინაციაში: საერთაშორისო აღიარების ქართული ბრენდი, ეროვნული ტრადიციები, ინოვაციური მენეჯმენტი - კომპანია "ასკანელი ძმები" - ირაკლი უგლავა დასახელდა.

 

 

4. ნომინაციაში: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ტექნოლოგიები - კომპანია "აჭარაბეთი" - არჩილ კახიძე დაჯილდოვდა.

 

 

5. ნომინაციაში: საქართველოს ელჩი საზღვარგარეთ, დასაქმებულთა ინტერესების დაცვა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა - კომპანია "ბადაგონი" - მარი გიორგაძე დაჯილდოვდა.

 

6. ნომინაციაში: შრომითი უსაფრთხოების ევროპული სტანდარტი, გუნდის პროფესიონალიზმი, ერთგული პარტნიორი - კომპანია "გიანთი ლოჯისტიკი"- დავით ტუღუში დაჯილდოვდა.

 

 

7. ნომინაციაში: მაღალი გემოვნებითი სტანდარტი, დინამიური ზრდა და მუდმივი განვითარება - კომპანია "გურიელი" - მიხეილ ჭკუასელი დაჯილდოვდა.

 

 

8. ნომინაციაში: მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტები - სამშენებლო კომპანია "ენსისი" - გეგი ქელბაქიანი დაჯილდოვდა.

 

 

9. ნომინაციაში: ეფექტიანი მართვის სტილი, მრავალწლიანი წარმატების ისტორია - "ვაგონმშენებლთა ჰოლდინგი"- ბადრი წილოსანი დაჯილდოვდა.

 

 

10. ნომინაციაში: უნიკალური საოქრომჭედლო ტრადიციები, საქმიანი რეპუტაცია, გუნდის პროფესიონალიზმი "ზარაფხანა"- ნიკოლოზ ნაყოფია დასახელდა.

 

 

11. ნომინაციაში: ინოვაციური პროექტები, პასუხისმგებლიანი და სტაბილური პარტნიორი - "თამ მენეჯმენტი" - პანტიკო თორდია დაჯილდოვდა.

 

 

12. ნომინაციაში: მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, სტაბილური პარტნიორი - "კავკასიის ავტოიმპორტი" - გიორგი სურგულაძე დაჯილდოვდა.

 

 

13. ნომინაციაში: უმსხვილესი ქსელი საქართველოში, საზოგადოებრივი იმიჯი, მაღალი კორპორატიული სტანდარტი - "პე ეს პე ჯგუფი"- ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.

 

 

14. ნომინაციაში: დივერსიფიცირებული ბიზნეს პორტფელი, პროფესიონალთა გუნდი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - დავით ბეჟუაშვილი დაჯილდოვდა.

 

 

15. ნომინაციაში: საქმიანობის სტაბილურობა, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა - "სოკარ ენერჯი ჯორჯია" - მაირ მამედოვი დაჯილდოვდა.

 

 

16. ნომინაციაში: საქმიანობის დივერსიფიკაცია, ეროვნული სტანდარტი მსოფლიო ბაზარზე - "ჯორჯიან პროდაქტსი" - დავით ბარდაველიძე დაჯილდოვდა.

 

 

აღნიშნულ ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული სამკერდე ოქროს ლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

 

 

XXI ღონისძიების  მედია მხარდამჭერები იყვნენ:

 

1.      საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

2.      ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსი“

 

3.      რუსთავი 2

 

4.      ტვ პირველი

 

5.      იმედი

 

6.      პოსტვ

 

7.      ფორმულა

 

8.      რადიო „ჯორჯიან თაიმსი“

 

9.      რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“

 

10.    ჯითი მედია

 

11.   ინგლისურენოვანი „ჯორჯიან თაიმსი“

 

 

 

კომპანიების შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრა:

 

 

მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

 

 

 

„ისეთი ღონისძიება, როგორიც ბიზნეს რეიტინგის  დაჯილდოებაა, კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს იმ ეკონომიკური დოვლათისთვის, რომელსაც ის ქმნის," - ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა დაჯილდოების ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას.

 

 

დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეული კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის ინვესტორ კომპანიად "სოკარ ენერჯი ჯორჯია"  დასახელდა.

 

 

„ჩვენთვის ეს გამარჯვება და აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. უღრმესი მადლობა ქართული „სოკარის“ თითოეულ თანამშრომელსა და ჩვენი გუნდის წევრებს, - მათ გარეშე ეს გამარჯვება არ იქნებოდა. უღრმესი მადლობა მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსს“. ბიზნესისთვის ასეთი სახის ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის სტიმული და მოტივაცია, ჩვენი მთელი წლის საქმიანობის აღიარება, დანახვა და დაფასება,“ - განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს   წარმომადგენელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა. 

 

 

 

რაც შეეხება ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელს: ბიზნესმენების გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ კომპანიად  „არემჯი“ დასახელდა და მას ხელნაკეთი, ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“ გადაეცა, რომელიც დამზადებულია ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი, ლურჯი საფირონი, ფირუზი, ცირკონი, მწვანე ძოწი.

 

 

 

კომპანია „არემჯის“, ასევე, ბოლნური მეღვინეობის მხარდაჭერისთვის, ჯილდოდ, „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული „ჯარისკაცის მამა“ გადაეცა. ამასთანავე, კომპანია მედიის რჩეულ ბიზნესადაც დასახელდა.

 

 

 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ წარმატებულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობა და მით უმეტეს, - გამარჯვება. პანდემიის პირობებში, როცა თითქმის ორი წელი, მსოფლიო ვერაგი ვირუსის გამო გაჩერებულია, ჩვენი შრომა დაფასდა. კომპანიას  ამ პერიოდში, არცერთი წამით, მუშაობა არ შეუწყვეტია.  მით უმეტეს, რომ პანდემიის დასაწყისში, ქვემო ქართლი, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს, ჩაკეტილ სივრცედ გამოცხადდა“, - განაცხადა „არემჯის“ წარმოების დირექტორმა, კობა მენაბდიშვილმა.

 

 

 

მენაბდიშვილის თქმით, „არემჯიმ“ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

 

 

 

 „არემჯიმ“ მილიონი ლარი გადარიცხა სპეციალურად შექმნილ ფონდში და ასევე, 400 ათასი ლარის ოდენობის სწრაფი და "პისიარ" ტესტები შეიძინა. პარალელურად, პოლიკლინიკებს ვეხმარებოდით და მათთვის სასუნთქი აპარატები შევიძინეთ. ვფიქრობ, ამ ყველაფერს წარმატებით გავართვით თავი და დღეს, ეს შრომა დაგვიფასდა,"- განაცხადა კობა მენაბდიშვილმა.

 

 

 

წელს, „ჯორჯიან თაიმსის“ მიერ დაწესებული გარდამავალი ჯილდოები შემდეგ კომპანიებს გადაეცათ:

 

 

 

უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში - "სოკარ ენერჯი ჯორჯია" - მაირ მამედოვს გარდამავალ ჯილდოდ "ზარაფხანას" მიერ დამზადებული ხელნაკეთი ლომი გადაეცა. 

 

 

 

ბოლნური მეღვინეობის მხარდაჭერისთვის -  კომპანია "არემჯი"-ირაკლი შატაკიშვილს ჯილდოდ "ზარაფხანას" მიერ დამზადებული „ჯარისკაცის მამა“ გადაეცა.

 

 

 

#StopCov ფონდში შეტანილი წვლილისთვის - CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის) ჯილდო - "კავკასიის ავტო იმპორტს" -  გიორგი სურგულაძეს გადაეცა.

 

 

ხოლო, წლის საუკეთესო ექსპორტიორი, -  "ჯეორჯიან პროდაქტს" - დავით ბარდაველიძე გახდა.

 

 

ღონისძიებაზე კომპეტენტურმა ჟიურიმ საკუთარი რჩეული გამოავლინა და ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის, კომპანია "ზარაფხანა" განსაკუთრებული პრიზით, მოოქროვილი ბიბლიით დაჯილდოვდა.

 

 

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ვიცე-პრეზიდენტმა ნანა გაგუამ, ფავორიტი კომპანიებისთვის ექსკლუზიური პრიზები დააწესა.

 

 

ნანა გაგუას გადაწყვეტილებით, კომპანია "ბადაგონი" უნიკალური საფერავის ღვინით, "ასკანელი ძმები" კი - წარაფით დაჯილდოვდა.

 

 

ცნობისათვის, საფერავი - 2014 წლის ჩამოსხმა და წარაფი - 2013 წლის ჩამოსხმა დამზადებულია უძველესი ქართული ტრადიციებით, რომელიც, ტარა - მეღვინის ექსკლუზიური ფერწერით არის გაფორმებული.

 

 

საზეიმო ცერემონიალზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.  

 

 

 

წელს, ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე, მედიამ საკუთარ რჩეულად კომპანია „არემჯი“ - კობა მენაბდიშვილი დაასახელა. 

 

 

 

ბიზნესის რჩეული მედიები კი „ჯორჯიან თაიმსი“ და „ტვ პირველი“ გახდნენ. 

 

 

 

ღონისძიებას ქორეოგრაფიულად აფრომებდნენ ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი. 

 

 

 

საღამოს დასასრულს, ღონისძიება მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა,  ბიზნეს რეიტინგის ორგანიზატორმა, - მალხაზ  გულაშვილმა შეაფასა: 

 

 

 

„როგორც ყოველთვის, წელსაც, ღონისძიება მაღალ დონეზე ჩავატარეთ. იმ ფორმატმა, რომ პანდემიის გამო, მასში ბევრი კომპანია მონაწილეობას არ ღებულობდა, საღამო კიდევ უფრო კომპაქტური გახადა. მასში მონაწილეობდა მთავრობის დიდი შემადგენლობა, დიპლომატიური კორპუსი და წამყვანი მედიასაშუალებების სრული სპექტრი. 

 

„ვფიქრობ, წლევანდელი ბიზნეს რეიტინგი საკმაოდ სოლიდური  და ელეგანტური იყო. იგივე შეიძლება ითქვას მონაწილე კომპანიებზეც, რომლებიც, რთული პანდემიური წლის მიუხედავად, საკუთარი ბიზნეს საქმიანობით მაინც გამოირჩეოდნენ სხვებისგან. 

 

რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიებს, - ეს მართლაც ღირსეული გამარჯვება იყო. „არემჯი“ ნამდვილად გამოირჩევა კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით როგორც საკუთარი ბიზნესისადმი, ასევე, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართაც. ასევე, ღირსეული გამარჯვება მოიპოვა კომპანია „სოკარმაც“, რომელიც, ჟიურიმ წლის ინვესტორად დაასახელა. გამოვყოფდი კავკასიის ავტოიმპორტსაც, რომელსაც,  სერიოზული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს აღებული, - ვგულისხმობ მედდებისთვის 185 000 ლარის გადარიცხვის ფაქტს. ასევე, აღსანიშნავია საუკეთესო ექსპორტიორის ჯილდოს მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“, რომელმაც, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი ნამდვილად  გაზარდა“, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

 

 

 

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ კომპანიის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ, არამედ იმითაც, რომ ამ ფაქტით, სხვა ადამიანებშიც იქმნება გამარჯვების რწმენა, - ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ბიზნეს რეიტინგის ღონისძიება. 

 

 

 

„მრავალი წლის განმავლობაში, ამ ღონისძიებაში, კომპანიების გამარჯვებამ, შექმნა ადამიანებში განცდა, რომ მათი შრომა უბრალოდ არ იხარჯება. დღეს, ვხედავთ უამრავ წარმატების მაგალითს და გვიჩნდება განცდა, რომ თუ ეს ამ კონკრეტულ ადამიანებს გამოუვიდათ, სხვებიც შეძლებენ,“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

 

 

საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, წელს, ღონისძიებაში მონაწილე ყველა კომპანია გამარჯვებულია, ვინაიდან, მათ პანდემიის პერიოდში საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა და შენარჩუნება შეძლეს.

 

 

 

"გამორჩეული ღონისძიება იყო, რადგან, 2021 წელი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მსოფლიოსთვისაც ურთულესი აღმოჩნდა. უზარმაზარ ქვეყნებში ეკონომიკა დაინგრა.  

 

ჩემი აზრით, ყველა კომპანია გამარჯვებულია, ვინც, ამ ურთულეს წელს შეძლო, შეენარჩუნებინა ის პოტენციალი, რაც ჰქონდა. მათ არა მარტო თანამშრომლების შენარჩუნება, არამედ, კომპანიის სიმძლავრისა და ეფექტურობის შენარჩუნება შეძლეს. ამის ფონზე, კომპანიებს შორის არჩევანის გაკეთება მართლაც ძალიან რთული იყო“, - განაცხადა საგანელიძემ.

 

 

 

მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს რეიტინგის მორიგ დაჯილდოებას, ტრადიციულად, მომავალ წელს გამართავს. 

 

 

 

ბიზნეს რეიტინგის სლოგანი კი უცვლელია: „ვაკეთოთ ის, რაც ვიცით და ვიცხოვროთ მდიდარ სახელმწიფოში“.

 

15-07-2021, 17:41    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი