მედიის რჩეული კომპანია "არემჯი", ხოლო ბიზნესის რჩეული მედიები "ჯორჯიან თაიმსი" და "ტვ პირველი" გახდნენ

გარდენ ჰოლში „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXI დაჯილდოება გაიმართა. ტრადიციულად, გალა საღამოზე, წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. რჩეულთა შორის რჩეული თავად ბიზნესმენებმა აირჩიეს. ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი, კომპანია „არემჯი“ გახდა.

 

 

კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კი, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარი“ დასახელდა.

 

 

დაჯილდოების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიისა და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

 

 

წელს, ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე მედიამ საკუთარ რჩეულად კომპანია „არემჯი“ - კობა მენაბდიშვილი დაასახელა. 

 

 

ბიზნესის რჩეული მედიები კი „ჯორჯიან თაიმსი“ და „ტვ პირველი“ გახდნენ. 

15-07-2021, 17:37    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი