ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი, კომპანია „არემჯი“ გახდა

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, წელს უკვე ოცდამეერთედ გაიმართა.

 

 

 

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი კი, კომპანია „არემჯი“ გახდა.

 

 

 

„ამაღლებული განწყობა გვაქვს, ძალიან გახარებულები ვართ. ძალიან მოულოდნელად დავჯილდოვდით ისეთ ნომინაციებში, რასაც ვერც წარმოვიდგენდით. ბიზნესისათვის ასეთი სახის დაჯილდოებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც საქართველო, ასევე, მთელი მსოფლიო ვიმყოფებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენთვის, მსგავსი მასტიმულირებელი აქტივობები ნამდვილად მისასალმებელია,“ - განაცხადა კომპანია „არემჯის“კორპორაციული დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილიმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ ამჯერად, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარი“ დასახელდა.

 

 

 

 

15-07-2021, 17:32    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი