ილონ მასკმა მარსზე პირველი ქალაქის მშენებლობის თარიღი დაასახელა

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე პირველი ქალაქის აშენებას 2050 წლისთვის აპირებს. ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა.

 

SpaceX ტეხასში მეორე ქარხანას გახსნის, რომელიც  Raptor ძრავებს აწარმოებს. ეს ძრავები Starship-ის ხომალდებისთვის გამოიყენება, რომლებიც მარსზე ფრენისთვის იქნება განკუთვნილი.

 

მასკის განცხადებით, წელიწადში 800-დან 1000-მდე Raptor-ის ძრავის გამოშვება იქნება საჭირო, რათა ათი წლის განმავლობაში ფლოტი შეიქმნას, რომელსაც მარსზე ქალაქის აშენება შეეძლება. 

 

"ქალაქის მშენებლობას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება, ამიტომ იმედი გვაქვს რომ 2050 წლისთვის მოვასწრებთ”, - განაცხადა მასკმა.

15-07-2021, 15:49    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი