რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic კოსმოსური ფრენის გათამაშებას იწყებს

კომპანია Virgin Galactic რომელიც ბრიტანელ ბიზნესმენ რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნის, კოსმოსში გასაფრენად გათამაშებას იწყებს. ამის შესახებ საქველმოქმედო პლატფორმა Omaze წერს. 

 

”კოსმოსმა მშვენიერებასა და სასწაულებზე ოცნების შესაძლებლობა მოგვცა. დიდი თავგადასავლებზე. იმაზე, რომ გავხდეთ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ თვითონ ვართ. ახლა თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ ერთ-ერთი, ვინც ამ ოცნებებს Virgin Galactic-თან კოსმოსური ფრენის დროს აისრულებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

განაცხადების მიღება 1 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. Virgin Galactic გამარჯვებულს 29 სექტემბერს დაასახელებს. მას საშუალება ექნება, მოგზაურობაში საყვარელი ადამიანიც დაპატიჟოს. ფრენა 2022 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

15-07-2021, 15:47    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი