"ტყუილად გიხარიათ, ვერ მოგართვით..." - ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

 

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდზე წერს, რომ ხვალიდან, პროტესტის ნიშნად გათიშული ტელეკომპანიები მაუწყებლობას განაახლებენ.

 

 

"უი, როგორ აჟრიამულებულან ვიღაცები, ჩვენი პროტესტი, მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, ერთი დღით, ჩაბნელებული ტელევიზიებითაც რომ გამოვხატეთ. რავარი გახარებულები არიან))))). ტყუილად გიხარიათ, კი არ გავმქრალვართ, ხვალიდან ისევ ვიმუშავებთ. ძალიან კი სურთ ამოგვაგდონ ფორმიდან, აღარ ნახონ მწვავე და კრიტიკული რეპორტაჟები და გადაცემები, მაგრამ ვერ მოგართვით))) თან პროტესტი და თან საქმე. ესაა ჟურნალისტიკა და ჩვენი მთავარი იარაღია სიტყვა, ყველაზე მძიმეწონიანი იარაღი)))) კაია ვარდისფერი სათვალეები? ვერ მოგართვით)))) ისევ შევხვდებით ხვალიდან, რა თქმა უნდა "ტვ პირველზე", - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქში".

15-07-2021, 00:04    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი