"სამარცხვინოები ყოფილხართ!" - ვის მიმართავს ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის საშუალებით ბათუმის მერიას მიმართავს.

 

"აი, ასეთი სასტიკი ადამიანები დაიარებიან ამ ქვეყანაზე, ნაგავსაყრელზე რომ ყრიან საბრალო, უმწეო ცოცხალ ცხოველებს. 

 

ჩვენს გარშემო ხდება ეს ამბავი და მერე აღარ გაგვიკვირდეს, რატომაა ამდენი სისატიკე ირგვლივ. 

 

ბათუმის მერია, სამარცხვინოები ყოფილხართ თქვენ! ასეთი ჯოჯოხეთი როგორ დაუშვით თქვენს ქალაქში!!!

 

ამ კადრებით გავხსნი დღეს გადაცემას", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

7-07-2021, 22:55    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი