სელენა გომესი ფიგურის გამო გააკრიტიკეს

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, სელენა გომესმა "ინსტაგრამზე" საკუთარი წარმოების საცურაო კოსტუმების ფოტოსესიიდან კადრები აჩვენა და კრიტიკის ობიექტი გახდა.

 

კერძოდ, თაყვანისმცემლებმა ყურადღება მიაქციეს არა მის სამოსს, არამედ ფიგურას. ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა ის ფოტოშოპში ამხილა, ზოგიერთმა კი ბულინგი დაიწყო.

 

"ის ყოველთვის ასეთი მსხვილი იყო?", "დროა წონაში დაიკლო", "რა მოგივიდა?", - წერენ კომენტარებში.

 

ამასთან, 242-მილიონიანი სელენას გამომწერთა არმიაში იყვნენ ისეთებიც, ვინც მას მხარს უჭერდა. კეთილმოსურნები წერდნენ, რომ სელენა "მშვენივრად გამოიყურება ნებისმიერი წონით, რადგან ის ძალიან ქალურია".

7-07-2021, 22:47    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი