პროკურატურა ცდილობს, ეს მუტრუკი არ მოიყვანოს სასამართლოზე - გიგი უგულავა

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურა მოწმეების გადამალვას ცდილობს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბადრი გავაშელიშვილი სპორტსმენების ზონდერებად გამოყენების პრაქტიკის მაგალითია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. 

 

"გავაშელიშვილი პაიკი და ნაძირალაა, მასთან რა საქმე უნდა მქონდეს, იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე. ჩვეულებრივი დეგრადირებული ნაძირალაა. ეს 2 ადამიანი არიან ჩვეულებრივი მოძალადეები, ვისხედით ველოდებოდით გაფრენას, მოვიდნენ, აშარდნენ, დაიწყეს ჩხუბი. პროკურატურა ცდილობს ეს მუტრუკი არ მოიყვანოს სასამართლოზე ეშინია, რომ ჩვენ დავკითხავთ მხარე, ეშინია ჟურნალისტების. მოსამართლე, რომელიც "გააპრავებს" იმას, რომ გარშემო 20 კამერაა, არ ამოიღებს არც ერთს და შემდეგ მთელი პროცესი იქნება მარჩიელობაზე", განაცხადა გიგი უგულავამ. 

5-07-2021, 00:11    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი