ყველაფერი, რაც ილონ მასკის 5G ინტერნეტის შესახებ უნდა იცოდეთ

MWC 2021-ის გამოფენაზე ილონ მასკმა StarLink-ის სატელიტური ინტერნეტის განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა.

 

მილიარდერის თქმით, დედამიწაზე დაახლოებით 3,7 მილიარდ ადამიანს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. მისი კომპანია "ვალდებულია უზრუნველყოს კომუნიკაციები ყველასთვის, პლანეტის ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი". 

 

5G ინტერნეტის პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შესაბამისი ანძების დამონტაჟება კანონით არის აკრძალული, ზოგიერთ ქვეყანაში კი უბრალოდ შეუძლებელია ამის გაკეთება. 

 

კომპანიის განვითარებისათვის ილონ მასკი მზადაა 20-დან 30 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის ჩადოს.

 

ამჟამად Starlink-ს 69 ათასი ადამიანი იყენებს. წლის ბოლოს ბიზნესმენს სურს ინტერნეტით უზრუნველყოს პლანეტის ყველა მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. 2022 წლის განმავლობაში იგი ასევე გეგმავს აქტიური მომხმარებლების რაოდენობის 500 ათასამდე გაზრდას.

 

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ბეტა ტესტერებმა აჩვენა, რომ ინტერნეტის საშუალო სიჩქარეა 150 მბ/წმ.

 

შეგახსენებთ,  Starlink-ის ინტერნეტი ფართო მასშტაბით ხელმისაწვდომი  2021 წლის სექტემბრიდან იწყება.

 

ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტი თვითმფრინავებზეც იმუშავებს.

 

SpaceX-ის ამოცანა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება. 

 

მასკის განცხადებით, მისი მიზანია, უახლოეს ხანებში Starlink-მა ინტერნეტი მიაწოდოს დედამიწის ისეთ რეგიონებს, სადაც ინტერნეტი აქამდე არასოდეს ყოფილა.

 

სერვისის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებლები Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობას და ქსელთან წვდომას „სფეის იქსის“ სპეციალური მიმღები ყუთით შეძლებენ.

3-07-2021, 00:29    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი