დღეს ქარელის გამგებლად არის საქონლის ქურდი

ქარელში გამგებლის გადადგომის მოთხოვნით ხმაურიანი აქცია გაიმართა, ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს ხმაურიანი აქცია გაიმართა. აქცია ქარელის გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა გამართეს და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა გულიაშვილის გადადგომა მოითხოვეს. 

 

„როგორც მოიყვანა მაჟორიტარ დეპუტატმა ლერი ხაბელოვმა ზაზა გულიაშვილი ისე წააბრძანოს. შესანიშნავად ვმუშაობდი კარგად ვართმევდი ყველაფერს თავს, მიხაროდა დამიფასდა მეთქი „ოცნებაში“ მოსვლა-თქო მაგრამ დამიფასდა კი არა ეთნიკური მიზეით გამათავისუფლა გამგებელმა, იმიტომ რომ მე გვარად ვარ კულუმბეგოვა და ვიყავი რუსეთის მოქალაქე. მე სოფელ აბისის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ვიყავი, ეხლა იქ ისეთები დატოვა ვისაც არაფერი გაუკეთებია ოცნებისთვის,“ - აცხადებს ფისო კულუმბეგოვა. 

 

დღევანდელ აქციას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა გულიაშვილიც გამოეხმაურა, რომელიც „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობს რომ ის ადამიანები რომლებმაც დღეს აქცია გამართეს კანონის ფარგლებში არიან გათავისუფლებულნი, რაც შეეხება აქციას გულიაშვილი ფიქრობს რომ აღნიშნული აქცია მისი წინამორბედის ემიკო ფეიქრიშვილის მართულია, რასაც თავად ფეიქრიშვილი აბსურდულს უწოდებს ,

 

,თუ ფიქრობენ რომ ეს აქცია ჩემი მართულია, დამეწმუნეთ მე უფრო დიდ აქციას მოვაწყობდი, სახელწოდებით „ჩლიქების აქცია“ საქონლის ქურდს ეწოდება ჩლიქოსანი. შეგიძლიათ გახვიდეთ და იკითხოთ ვინც დღეს ქარელის გამგებლად არის ეს პიროვნება არის საქონლის ქურდი, ამ ადამიანის დანიშვნა „ქართული ოცნების“ დიდი შეცდომაა. 

 

 

„ნიუპოსტი“ 

24-02-2014, 19:29    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი