კულტურის სამინისტროს საგანგებო განცხადება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

 

უწყება სატელევიზიო ეთერში, მწერალთა სახლის ხელმძღვანელის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ტელეკომპანია "ტვ პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მწერალთა სახლის ხელმძღვანელის ნატა ლომოურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლიტერატურული პრემია "საბას" გაცემა "მიდის ხუთი ადამიანის სუბიექტურ გემოვნებამდე".

 

 

სამინისტრო აცხადებს, რომ მოცემული შეფასება მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და არ გამოხატავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

1-07-2021, 00:53    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი