"მალე დენის, გაზის და წყლის გადასახადსაც გაგვიუქმებენ..." - ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

 

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, მოქალაქეებისთვის, კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ეხმაურება.

 

"მანქანებზე ვიდეოჯარიმების ჩამოწერა არ სჯობდა? უფრო მეტი ამომრჩევლის გულს მოინადირებდით)). 

 

ანუ დღეიდან ვარღვევთ "კომენდანტის საათსაც", რეგულაციებსაც, თავზე ვიმხობთ ყველაფერს და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ, ვინც გაბედავს და დაგვაჯარიმებს.

 

ჩემი ჯარიმა ჯარიმაა და სხვისი ჯარიმა კიტრია?)))) მალე დენის და გაზ-წყლის გადასახადსაც გაგვიუქმებენ, ოღონდ რამენაირად 43 პროცენტი შეაკოწიწონ არჩევნებზე", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერებათ.ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

 

 

24-06-2021, 23:46    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი