უილ სმიტი მემუარების გამოსაცემად ემზადება

მსახიობი უილ სმიტი "ინსტაგრამში" პოსტების სერიას აქვეყნებს და თავისი მემუარების შესახებ დეტალებზე ისაუბრა. წიგნის გაყიდვა, რომლის სახელწოდებაა "Will", 9 ნოემბერს დაიწყება.

 

მემუარებზე მსახიობი და რეპერი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას მწერალი მარკ მენსონი ეხმარებოდა. გარეკანი მხატვარმა ბრენდენ ოდამსმა, იგივე BMike-მა გააფორმა.

 

"ისტორია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა ერთი ადამიანი თავის ემოციებს, რომელიც ისეა დაწერილი, რომ სხვებს იგივეს გაკეთებაში დაეხმაროს", - აღწერს წიგნს თავად უილ სმიტი.

21-06-2021, 23:43    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი