ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხინკალი, ჩაქაფული - კერძები, რომელზეც ტურისტების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნაა

ქართული კერძები ტურისტების დაინტერესებას ყოველთვის იწვევდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პანდემიამ გასტრონომიის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. როგორც გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული და ქართული ღვინო მათ განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

 

„ტურისტების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი კერძებია, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ასევე, ხინკალი და ხაჭაპური როგორც იცით, ლიდერია. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა კერძებზე გავაკეთოთ აქცენტი. ისეთებზე როგორიცაა ჩაქაფული, ფხალეული და ა.შ. რაც მათი მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ ღვინო არის ის, რაც ფაქტობრივად, ყველა ტურისთვის ყველაზე სასურველია და მუდმივად ითხოვენ. შეიძლება ითქვას, რომ გასტროტურიზმი და ზოგადად, მას-ტურიზმი ღვინის გარეშე აღარ გამოდის“,- აღნიშნავს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი.

 

ცნობისთვის, როგორც ქეთი კვიჭიძე ამბობს, პოსტ-პანდემიურ მდგომარეობაში ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა გასტრონომიულ ტურიზმზე. მისი თქმით, ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს სოფლის მეურნეობა, ამასთან, რეგიონებში, ოჯახებში სტუმრობა და კერძების ადგილზე დაგემოვნება იწვევს.

15-06-2021, 22:53    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი