"ძალიან მიყვარხარ, მაგრად იყავი გთხოვ-თქო და მომწერა..." - ქეთი წიკლაური მამის შესახებ

თემურ წიკლაურის შვილი ქეთი წიკლაური მამის შესახებ გადაცემა "პროფილში" ისაუბრებს. 

 

"მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ტიროდნენ, მეც ვტიროდი და მამა ტიროდა სცენაზე…", - ამბობს ქეთი წიკლაური.

 

გადაცემის ანონსში თემურ წიკლაურის შვილი მამისთვის მიწერილ ბოლო სიტყვებს და მის პასუხს იხსენებს.

 

"თითქოს ახლა აქ უნდა შემოვიდეს… ძალიან მიყვარხარ, მაგრად იყავი – გთხოვ-თქო და მომწერა – შვილიკო მეც ძალიან მიყვარხარ და ვეცდებიო",  - ამბობს გადაცემის ანონსში ქეთი წიკლაური.

 

ლეგენდარული მომღერალი, მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში, კორონავირუსით  2021 წლის პირველ თებერვალს გარდაიცვალა.

14-06-2021, 22:42    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი