გვიკავშირდებიან და ერთმანეთზე უფრო მძიმე ამბებს გვიყვებიან - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატს ბენეფიციარები ყოველდღიურად უკავშირდებიან და მძიმე ისტორიებს უყვებიან.

 

ამასთან, ომბუდსმენის ინფორმაციით, იმ ბენეფიციარებზე, რომლებმაც თავიანთი მიძმე გამოცდილების შესახებ ხმამაღლა ისაუბრეს, ზეწოლა მიმდინარეობს, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან, თუმცა ომბუდსმენი განმარტავს, რომ პასუხისმგებლობა მთელ პროცესზე სახელმწიფოს ეკისრება. 

 

ნინო ლომჯარი ხაზს უსვამს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა სწრადად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ შესაძლო ძალადობის ფაქტები. 

 

„დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პარალელურად იმისა, რაც ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან.

 

ამ ვითარებაში ამ ადამიანებს დახმარებას უწევენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად არასამთავრობო სექტორმა ამ საკითხთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ისინი წარმოაგდენენ უკანასკნელ იმედს. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები. ჩვენ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ამ ბავშვებს, რომლებიც უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან.

 

ჩვენ ვაკვირდებით პროცესს გარედან, ვიღებთ ინფორმაციებს ზრუნვის სააგენტოდან, თუმცა თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ იქ პროცესი ბრკოლდება და ჩვენ ვერ დავინახავთ რეალურად წინ გადადგმულ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით ჩავერიოთ.

 

მიუხედავად იმისა რას ამობობენ ცალკეული სასულიერო პირები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე “, - განაცხადა ლომჯარიამ.

11-06-2021, 23:46    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი