პირველად ისტორიაში, თვითმფრინავს ჰაერში საწვავი უპილოტო აპარატმა ჩაუმატა

უპილოტო MQ-25 Stingray-მ, რომელიც კომპანიამ Boeing შექმნა, თვითმფრინავს ჰაერში საწვავი ჩაუმატა, ამერიკული კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოში პირველი ასეთი ოპერაცია იყო.

 

"ცდების დროს MQ-25-მა წარმატებით ჩაუმატა საწვავი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავს F/A-18 Super Hornet, რითიც დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

Boeing-ში ამას ისტორიული მოვლენა უწოდეს და აღნიშნეს, რომ კომპანიამ პირველი 4 ასეთი უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებაზე კონტრაქტი პენტაგონთან უკვე გააფორმა. შეკვეთა 2024 წლისთვის შესრულდება.

 

ეს უპილოტო აპარატები ავიამზიდებზე განთავსებული თვითმფრინავებისთვის საწვავის დამატებისთვის იქნება გამოყენებული. პენტაგონში ვარაუდობენ, რომ ეს აპარატები დაახლოებით 8 ტონა საწვავის გადაზიდვას შეძლებს. 

7-06-2021, 23:23    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი