12 მილიონ დოლარიანი Bugatti და 5 ფერარი - კრიშტიანუ რონალდოს ძვირად ღირებული მანქანების კოლექცია

კრიშტიანუ რონალდო ძვირადღირებული მანქანების კოლექციას ფლობს, სუპერ ავტომობილების საერთო ფასი 24 მილიონი დოლარია. მასში შედის 12 მილიონ დოლარიანი Bugatti და ხუთი Ferrari.

 

ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა მისი კოლექცია ტურინის ვილადან იუვენტუსში გადაიტანა.

 

რონალდოს ბოლო შენაძენი იყო 1,95 მილიონ დოლარიანი Ferrari Monza SP1. მონზა მეხუთე ფერარია, რომელიც იუვენტუსის ვარსკვლავმა იყიდა.

 

 

 

2017 წელს Ferrari F12 TDF - ის შესაძენად 480 000 დოლარი დახარჯა. Hot Cars -ის ინფორმაციით, მას ასევე ეკუთვნის 385,000-დოლარიანი Ferrari 599 GTO, 310,000-დოლარიანი Ferrari 599 GTB Fiorano და 300,000- დოლარიანი Ferrari F430.

 

რონალდოს ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა Bugatti Centodieci, რომელშიც 12 მილიონი დოლარი გადაიხადა.

 

 

 

SportBible - ის თანახმად, თავის 36 – ე დაბადების დღის აღსანიშნავად რონალდუმ შეიძინა მანქანა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 10 არსებობს. მანქანა 100 კმ / სთ სიჩქარეს მხოლოდ 2.4 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 380 კმ /საათია. მას ასევე ჰყავს ორი სხვა Bugatti.

 

 

 

კოლექციაში შედის 2.4 მილიონი დოლარად ნაყიდი Veyron Grand Sport Vitesse და 3.1 მილიონად შეძენილი Chiron. მას ასევე ეკუთვნის ულტრა იშვიათი სუპერ ავტომობილი McLaren Senna.

 

 

 

ლიმიტირებული გამოშვების სუპერ მანქანა, რომელსაც ფორმულა 1-ის ლეგენდარული მძღოლის, აირტონ სენის სახელი მიენიჭა, 4.0-ლიტრიანი V8 ორმაგი ტურბო ძრავით გამოირჩევა და მხოლოდ 2.8 წამში 0-დან 100 კმ / სთ სიჩქარეს ავითარებს.

 

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩდა რინალდუს საყვარელი ქალის, ჯორჯინა როდრიგესის საჩუქარი - 850,000 დოლარად შეფასებული Mercedes G-Wagon Brabus.

 

 

 

რონალდოს კოლექციაში ასევე შედის Lamborghini Aventador, Maserati GranCabrio და Bentley Continental.

 

 

“კოლექცია გამოირჩევა Mercedes AMG GLE 63, Rolls Royce Phantom, Porsche 911 Turbo S და Audi RS7- ით“ - იუწყება Hot Cars.

 

რონალდოს კოლექციაში მხოლოდ სუპერქარები არ ჰყავს. ყველაზე იაფი მანქანა ავტოსადგომზე არის Chevrolet Camaro. The Sun- ის თანახმად, მან 2016 წელს მანქანა 50,000 დოლარად შეიძინა.

 

ხოლო მისი საყვარელი და გამორჩეული ავტომობილი არის Rolls Royce Cullinan.

 

 

რონალდუს თქმით, ძვირად ღირებული ჯიპი მან 2019 წელს შეიძინა 360 000 დოლარად შეიძინა. ხუთ წამში 0 – დან 96 კმ / სთ სიჩქარის გავითარება შეუძლია.

 

"ეს შესანიშნავია. არ აზარალებს ზურგს”, - თქვა მან პირს მორგანთან ინტერვიუში.

1-06-2021, 23:46    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი