ნიკოლოზ წულუკიძის სიურპრიზი მეუღლეს - ტელეწამყვანის სასიყვარულო ისტორია

ტელეწამყვანმა ნიკა წულუკიძემ მისი სასიყვარულო ისტორიის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა. მან თათია შარანგიას უამბო ისტორია, რომელიც მის დაოჯახებას წინ უძღოდა. 

 

"ის პერიოდი იყო, რომ ჩემი ოცნება ხელის დაქნევისა უკვე რეალობას მიუახლოვდა. ახალ გამოჩენილი ვიყავი სერიალში, გადაცემაში... იმ პერიოდში ვტესტავდი, როგორი იყო ჩემი პოპულარობა.

 

მეგობრები ვიყავით შეკრებილები დაბადების დღეზე. ვხედავ გოგო ცეკვავს ლამაზი. მივედი რომ გამეცნო. სახელი ვკითხე და თვითონაც მკითხა. როგორ მეთქი, ამან ჩემი სახელი არ იცის?

 

 

მერე, ღამით გავუგზავნე მეგობრეობის თხოვნა და არც იმაზე დამეთანხმა.

 

ამ ამბის შემდეგ მოხდა ისე, რომ წავიდა პარიზში. იქვე აეროპორტში იყიდა ტელეფონის ნომერი, იქვე გადაფხიკა, რაღაც ციფრები ეწერა და ეს იყო მისი ტელეფონის ნომერი, რომელიც იცოდა მარტო თვითონ და ალბათ დედამისმა.

 

ასე ჩაფრენილი თეკლა მეორე დღეს დგას ლუვრის რიგში, მისი დაბადების დღეა და ურეკავს ტელეფონი და მე ვულოცავ დაბადების დღეს...

 

როგორ გავიგე მისი ტელეფონი?! ეს ამბავი ჩამყვება მიწაში.

 

ასეთი რამ ყველაზე იმოქმედებს. მას შემდეგ ასეთი სამოქმედო რაღაცები ბევრი გავაკეთე", - გაიხსენა ნიკა წულუკიძემ

29-05-2021, 20:17    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი