ხილისა და ბოსტნეულის საზღვაო არხით ექსპორტი და ტარიფები იზრდება

ხილისა და ბოსტნეულის საზღვაო არხით ექსპორტიორებისთვის საკმაოდ უსიამოვნო ტენდენცია გამოიკვეთა. როგორც East fruit-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, ტვირთის ტარიფები იზრდება, რაც შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს გლობალურ ვაჭრობაზე.

 

Drewry Reefer Container Price Index- ის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში, ზღვის კონტეინერებით ტრანსპორტირების მაჩვენებელი 26%-ით გაიზარდა, რამაც ავტომატურად გაზარდა ამ კონტეინერებში ბოსტნეულისა და ხილის ღირებულება. სატვირთო ბაზრის ანალიტიკოსების აზრით კი, უახლოეს მომავალში რთული იქნება კონტეინერების დეფიციტის დაძლევა, ამიტომ ისინი ელიან, რომ ტვირთის ფასები ისევ გაიზრდება.

 

East fruit-ის მონაცემებით, რეგიონის ქვეყნებს შორის საზღვაო ტვირთის ღირებულება ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთისთვის არის, რომელსაც ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა საზღვაო გზით შემოაქვს. შესაბამისად, სატვირთო ღირებულების შემდგომი ზრდა გამოიწვევს რუსეთის ბაზარზე იმპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის ფასების ზრდას.

 

საზღვაო გადაზიდვები ასევე მნიშვნელოვანია უკრაინიდან ვაშლის ექსპორტიორებისთვის, რომლებიც ტრანსპორტირებისთვის საზღვაო კონტეინერებს იყენებენ. ამასთან, უკრაინიდან ვაშლის ექსპორტის ძირითადი მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში გადის. გარდა ამისა, უკრაინა არის სასათბურე ბოსტნეულისა და ეგზოტიკური ხილის მთავარი იმპორტიორი ზღვით. შესაბამისად, აქაც შეიძლება მოსალოდნელი იყოს პროდუქტებზე ფასების ზრდა.

26-05-2021, 13:51    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი