ფინანსთა სამინისტრომ გადამზიდავებისთვის რეგულაციები გაახანგრძლივა

ფინანსთა სამინისტრომ გადამზიდავებისათვის დაწესებული რეგულაციები გაახანგრძლივა

სასამართლოში საქმის ორჯერ წაგების მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრომ გადამზიდავებისათვის დაწესებული რეგულაციები გაახანგრძლივა.

გადამზიდავების იურისტის მიერ რ მიწოდებული ინფორმაციით, ბაზარზე მონოპოლია გრძელდება და ფინანსთა მინისტრმა 2013 წლის 31 დეკემბერს ახალი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც გადამზიდავებისთვის რეგულაციების 20 იანვრამდე გახანგრძლივდა. გვილავას თქმითვე, ხადურის უწყება ისევ პრობლემებს უქმნის გადამზიდავებს და დროს მიზანმიმართულად აჭიანურებს.

ფინანსთა მინისტრის ბრძანებულება, რომელიც გადამზიდავებს რეგულაციებს უწესებდა და ,,საქართველოს ფოსტას’’ მონოპოლისტურ მდგომარეობაში აყენებდა, 2013 წლის 31 დეკემბერს უნდა გაუქმებულიყო.

შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოს გადამზიდავების წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს სარჩელი წარმოებაში აქვს მიღებული. კერძო გადამზიდავების სარჩელის საფუძველზე საქალაქო და შემდგომ სააპელაციო სასამართლომ ფინანსთა მინისტრის ის ბრძანება გააუქმეს, რომელიც კომპანიებს საქმიანობისთვის გარკვეულ წესებს უდგენდა.

 

http://mintrans.ge

16-01-2014, 00:58    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი