ამ მეთოდით შემწვარი ღორის ხორცი საოცრად წვნიანი გამოდის

 ასე შემწვარი ღორის ხორცი მართლაც უგემრიელესია და რაც მთავარია, არც რთულია. 

 

 

ინგრედიენტები

ღორის ხორცი - 1 კგ

მარილი და პილპილი

 

 

 

მომზადების წესები

1 კგ ღორის ხორცს ვიღებთ, ზემოდან კანს ვსერავთ უჯრედებად, ყველა მხრიდან ვუსვამთ მარილსა და პილპილს, შეიძლება შევურიოთ სასურველი სანალებელი: ბეგქონდარა, დანაყილი ნიორი და ა.შ. ხორცის ნაჭერს ვათავსებთ თუნუქის ფურცელზე ან ცხაურზე კანით ზემოთ და ცხაურის ქვეშ ვდებთ თუნუქის ფურცელს, ცხიმი რომ დაიწრიტოს. ორივე ნაირად შეიძლება მომზადება. ღუმელში თავიდან უნდა დავაყენოთ 170 გრადუსზე, დაახლოებით 2 საათში, როცა ხორცი დარბილდება, ტემპერატურას მოვუმატებთ 200-220 გრადუსამდე და კიდევ 20-30 წუთამდე გავაჩერებთ ღუმელში, სანამ კანი კარგად დაიბრაწება.

გარნირად ძალიან უხდება ღუმელში შემწვარი ბოსტნეული.

20-05-2021, 20:28    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი