ქუთაისის მერი და ვიცე-მერი „სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

 

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისის მე-4 შერეულ პოლიკლინიკაში „სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ.

 

„დღეს მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩავიტარე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, რომ აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად. არ დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინა იცავს სიცოცხლეს!",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

„მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირა გამოცხადდა მასობრივი ვაქცინაციის კვირეულად, რაც ითვალისწინებს ხელისუფლების და საზოგადოების აქტიური წევრების ინტენსიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

13-05-2021, 23:04    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი