"დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ სუ-25"

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ავიაციის შესაძლებლობების განვითარება დაასახელა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ავიაციის მიზანი არამხოლოდ საბრძოლო ოპერაციების ჩატარებაა, არამედ საჰაერო ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, სამედიცინო ევაკუირების ოპერაციების ჩატარება, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო მხარდაჭერა და სხვა მსგავსი ფუნქციების შესრულებაა.

 

„საკომიტეტო მოსმენისას მე დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ სუ-25, რომლის წარმატებული სატესტო ფრენა ჩვენ ყველამ ვიხილეთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ საავიაციო პარკის სრულად აღდგენის ფარგლებში კანონმდებლებს მიმდინარე წლის გეგმებიც გააცნო.

 

მისი თქმით, წელს გარემონტდება 4 ერთეული „სუ-25“, 4 ერთეული „მი-24“ და 3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის საფრენი აპარატი.

 

მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება, რომელთა მომზადებაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული.

 

13-05-2021, 22:56    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი