MG-ის ზესწრაფი ელექტრო-როდსტერი Cyberster სერიული გახდება

ფუტურისტული ელექტრო-როდსტერი MG Cyberster, რომელიც შანხაის საავტომობილო გამოფენაზე კონცეპტის სახით წარმოადგინეს, სერიული გახდება. ამის შესახებ მოწინავე დიზაინის ცენტრის SAIC-ის გუნდმა ჩინურ მესინჯერ WeChat-ში განაცხადეს, სადაც პროექტისთვის რაუდფანდინგის კამპანიის შედეგები წარმოადგინეს, რაზეც იყო დამოკიდებული ამ პროექტის მომავალი.

 

ბრენდმა MG, რომელიც შედის ჩინურ კონცერნში SAIC, პოტენციურ კლიენტებს მოუწოდა ტავად მიიღონ გადაწყვეტილება ღირს თუ არა Cyberster-ის სერიული ვერსიის წარმოდგენა. ამისთვის კომპანიამ წამოიწყო ქრაუდფანდინგის კამპანია პალტფრომაზე MG CyberCube, რომლის მიზანი იყო მოეგროვებინათ 5 ათასი ხმა 31 ივლისამდე. თუცმა მიზნის მიღწევა უფრო ადრე მოხერხდა - სულ 

რაღაც 10 დღეში, თან ისე რომ თითო ხმა ღირდა ათასი იუანი. მოგროვილი თანხა მოხმარდება მოდელის სერიული ვერსიის შექმნას.

 

კონცეპტი რომელიც შანხაის საავტომობილი გამოფენაზე უჩვენეს გასული საუკუნის 6-იანი წლების მოდელის  MGB-ის შთაგონებით შეიქმნა. აქვს მოჭიმული აეროდინამიკური ტანი, „ბრმა“ ფარები Magic Eye და ოპტიკა რომელიც გვახსენებს ბრიტანულ დროშას.

 

მის სალონში კი უჩვეულო საჭეს ხვედავთ, სავარძლები კი Zero Gravity ფუქნციითაა აღჭურვილი. დიდი ზომის ეკრანი კი თავის თავში მოიცავს როგორც მართვი პანელს ასევე ეკრანებს, რომელზეც გამოდის კამერების გამოსახულება. მოსალოდნელია, რომ სალონი სეირულ ვერსიაში მნიშმვნელოვნად შეიცვლება, ხოლო გარეგნობის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდებიან.

 

მის ტექნიკურ დეტალებზე ინფორმაცია არ ხმაურდება, თუცმა ცალკეული დეტალები უკვე საჯაროა, მაგალითად ის, რომ მას ერთი დამუხტვით 800 კმ მანძიოლის დაფარვა შეუძლია, ხოლო ადგილიდან ასამდე 3 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება.

 

https://www.autobild.ge/

12-05-2021, 17:23    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი