კანონი მეწარმეთა შესახებ - მუხლი 5.​4 . ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

    მუხლი 5​4 . ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

1. ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის/ცვლილების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განცხადებას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს . განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) განმცხადებლის სახელი;

ბ) ინფორმაცია საწარმოს ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ;

გ) განმცხადებლის პირადი ნომერი;

დ) განცხადების შევსების თარიღი;

ე) განმცხადებლის ხელმოწერა;

ვ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება.

 

 

1​1. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის/ცვლილების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელი ორგანოსთვის განცხადების წარდგენის უფლება აქვთ აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი.

 

 

1​2. ამ მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებული პირების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისას მან უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილის ეკვივალენტურ მონაცემებს.

3. სარეგისტრაციო განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო განცხადების ფორმა ან მისი ასლი ნებისმიერ მატარებელზე.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4997 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2018 წლის   ივნისის  კანონი № 2478 –  ვებგვერდი,  21.06.2018წ.

    მუხლი 5​5(ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262

    მუხლი 5​6(ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145

 

 

    მუხლი 5​7. საწარმოს რედომიცილება

1. შესაძლებელია უცხო ქვეყნის საწარმოს რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა (რედომიცილება) საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად.

2. საქართველოში რედომიცილებული საწარმო შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით.

3. საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს უფლება აქვს, გადაიტანოს რეგისტრაცია უცხო ქვეყანაში საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად, შემდეგი პირობების არსებობისას:

ა) ამ ქვეყანასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის აკრძალული საწარმოს რედომიცილება;

ბ) საწარმოს წინააღმდეგ საქართველოში არ მიმდინარეობს სასამართლო დავა ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება;

გ) საწარმოს რედომიცილების დროისათვის საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიმართ არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.

4. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს რედომიცილება არის საწარმოს რეორგანიზაციის ტოლფასი და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული, საწარმოს რეორგანიზაციის მარეგულირებელი ნორმები.

5. უცხო ქვეყნის საწარმოს საქართველოში რედომიცილებისა და საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს უცხო ქვეყანაში რედომიცილების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33

6-05-2021, 17:54    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი