ჯანმო მარილის ჭარბი მოხმარების გამო შეშფოთებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადამიანებში მარილის მიღების ნორმა გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ამ დროისთვის მარილის მიღების დონის ზღვარი დღეში 5 გრამია. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ორიენტირები სხვადასხვა პროდუქტებში მარილის შემცველობაზე, მათ შორის პურში, კარაქში, ჩიფსებში, ორცხობილებში, პიცასა და სხვადასხვა სახის კონსერვებში.

 

 

”ადამიანთა უმეტესობა დღეში რეკომენდირებულ 5 გრამზე მეტ მარილს მოიხმარს, რაც გულის დაავადებების და ინსულტის რისკს ზრდის, ამ მიზეზით კი ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იღუპება”, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

 

 

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის სტრატეგიული მიზანი 2025 წლისთვის მარილის მოხმარების 30%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 2013 წელს მიიღო.

 

 

”ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რამდენ მარილს მოიხმარს. დიეტის დროს ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა ზრდის არტერიულ წნევას და, შესაბამისად, ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

სპეციალისტების თქმით, მარილის მიღების შემცირება ამ რისკს, ასევე თირკმელების ქრონიკული დაავადების, ღვიძლის დაავადებების, სიმსუქნისა და კუჭის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს.

5-05-2021, 16:39    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი