საქართველო ტურიზმის საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო ინფლუენსერები ჩამოვლენ. მათ USAID-ის მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უმასპინძლებს.

 

საერთაშორისო პლატფორმა Steller საქართველოში პროექტ „Digital Day in the Life of Georgia“-ს მოაწყობს. 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში პროექტი „ციფრული დღეები საქართველოში“ გაიმართება. Facebook-ის, Instagram-ისა და სხვა სოციალური ქსელების ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური გაიმართება. ჯამში საქართველოს 20-მდე ბლოგერი ეწვევა. 

 

სამმხრივი მემორანდუმი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამოგზაურო პლატფორმა Steller-ს შორის გაფორმდა. 

 

 

1-05-2021, 17:22    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი