პატრიარქმა ილია II-მ ისრაელის პრეზიდენტს სამძიმარის წერილი მისწერა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ისრაელის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. 

 

 

"მის აღმატებულებას, ისრაელის პრეზიდენტს, ბატონ რეუბენ რივლინს.

თქვენო აღმატებულებავ, მერონის მთაზე გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია. 

 

ჩვენის მხრიდანაც გამოხატავთ დიდ გულისტკივილს და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, მთელ ებრაელ ხალხს. დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

1-05-2021, 17:14    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი