იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ

იერუსალიმიდან საქათველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ და მას ეპარქიებში გაანაწილებენ. ამ მიზნით ისრაელში სპეციალურად შემდგარი სამკაციანი დელეგაცია იმყოფება. სამების ლავრის კეთილმოწესე მამა იოანემ (მჭედლიშვილი) "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ ტაძარში ამ დროისთვის მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რის შემდეგაც ჩატარდება საღვთო ლიტურგია.

 

 

მთელი ღამის განმავლობაში ტარდებოდა ტაძრის დეზინფექცია. 23:00 საათისთვის ველოდებით ხალხს. რა თქმა უნდა, ყველას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია, ეს ყველაფერი ელემენტარულია, რითაც ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ეს ყველაფერი. სტიკერები პანდემიის დაწყებისთანავე დაეკრო და იმის მერე არის. მრევლშიც ჩამოყალიბდა კულტურა, რომ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, პირბადეს ატარებენ. გარეთ გახმოვანება ყოველთვის იყო სამების საკათედრო ტაძარში, დღესაც ისევ ისე იქნება", - განაცხადა მამა იოანემ. 

1-05-2021, 17:07    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი