ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია კიდევ ერთ ვაქცინას მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს კომპანიის ვაქცინას საგანგებო შემთხვევებში გამოყენების უფლება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმო ავრცელებს.

 

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია Pfizer/BioNTech-ის, Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს მიანიჭა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ნიშნავს, რომ მან ვაქცინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დაადასტურა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ნუსხაში შეფასებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც პლატფორმა COVAX-ში ჩართვისთვის აუცილებელი პირობაა. ეს ასევე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაჩქარდეს საკუთარი კანონმდებლობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტისა და დანერგვის შესახებ.

1-05-2021, 17:05    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი