ინდოეთს 40 ქვეყანა ჟანგბადის მარაგს მიაწვდის

ინდოეთმა ჟანგბადის იმპორტი პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადა. ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰარშ ვარდან შრინლამ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

 

მინისტრის თქმით, 40-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ ინდოეთს ჟანგბადით დაეხმარებოდა. 

 

"საუბარია 550 ჟანგბადის გამმომუშავებელზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინდოეთში შემოვა", - განაცხადა შრინლამ.

 

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. 29 აპრილის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში COVID-19 379 257 ადამიანს დაუდასტურდა, 3,6 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

29-04-2021, 22:06    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი