როგორ იმოქმედა შეზღუდვების მოხსნამ ეკონომიკაზე

"წლის განმავლობაში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები არსებობს ბიზნესში, რაც მეტწილად განპირობებულია მთავრობის მიერ უკვე განხორციელებულ და ასევე მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებით, პრემიერის ინიციატივით მასშტაბური განახლებების შესახებ, მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებით და ა.შ.," - ასე აფასებს მარტში ეკონომიკის ზრდას ეკონომიკის ანალიტიკოსი შოთა გულბანი. სტატისტიკაზე დაყრდნობით ფინანსისტეი ამბობს, რომ ეკონომიკა ნელნელა ძალებს იკრებს. 

 

 

"მარტში წინასწარი შეფასებით 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეზღუდვების მოხსნა შემდეგ თვეებში გაცილებით უკეთეს შედეგებს მოგვცემს. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის თვის 11,5%-ანი კლება საქმეს აფუჭებს, დანარჩენ თვეებში პესიმისტური სცენარითაც ყოველ თვე 3%-ანი ზრდა რომ დაფიქსირდეს, წლის ბოლოს მიანც 1.2%-იან ზრდაზე გავდივართ, რაც პანდემიური კრიზისისგან გამოწვეული ზიანის ფონზე მაინც პოზიტივია. იმ ფაქტორებიდან, რამაც მარტში ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის ზრდის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები. კერძოდ, 2021 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 30.6 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 325.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, როგორც ადგილობრივი ექსპორტის, ასევე რეექსპორტის მაჩვენებლები გაიზარდა. 2021 წლის მარტში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით გაიზარდა და 237.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. გაიზარდა აგრეთვე ფულადი გზავნილების მოცულობაც, წინა წლის მარტთან შედარებით 49.5 პროცენტით," - ამბობს შოთა გულბანი. 

 

 

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა. 

29-04-2021, 22:04    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი