ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებლებს 2024 წლისთვის აღიდგენს

ეკონომიკისა და ტურიზმის ტრენდის ანალიზზე დაყრდნობით, Colliers Georgia-მ მოამზადა ტურიზმის სექტორის შემოსავლების აღდგენის პროგნოზი. მათი მოდელის მიხედვით, პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ნეგატიური ეფექტი გასტანს დაახლოებით 4-5 წელს, თუმცა აღდგენა ეტაპობრივად მოხდება და 2019 წლის შედეგები მიღწეული/აღდგენილი იქნება 2024 წლისთვის.

 

 

"2020 წლის საქართველოს ტურიზმის მონაცემები გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 79%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა 10%-ით (საქსტატი). სავარაუდოა, რომ საერთაშორისო ტურიზმის დაბალი აქტივობა 2021 წელსაც გასტანს. საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის დაბალ ტრენდზე, ჩვენი აზრით, იმოქმედებს ვაქცინაციის დაბალი ტემპი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 70% ვაქცინირებული უნდა იყოს 2021 წლის ზაფხულისთვის, საკმაოდ იმედისმომცემია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებსაც აქვთ ვაქცინაციის გეგმები, თუმცა ნაკლებად ამბიციური. მიუხედავად ამისა, თუ გადავხედავთ ვაქცინაციის მიმდინარე ტემპს ტურიზმის სამიზნე ქვეყნებში, შეიძლება ითქვას, რომ პროცედურა გაგრძელდება არანაკლებ 2021 წლის ბოლომდე. საქართველოში ვაქცინაცია დაწყებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომია ამ ეტაპისთვის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო 35,000-მა ადამიანმა, რაც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების აზრით, გვიან შემოდგომაზე მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღის განვითარება, რაც თავისმხრივ გამოიწვევს დამატებით შეზღუდვებს ეკონომიკურ აქტივობასა და გადაადგილებაში. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, ჩვენი აზრით, საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელთან შედარებით აღდგება 30%-ით, რაც მოხდება ზაფხულის სეზონის ხარჯზე. 2022 წელს მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ დროისთვის მეტი ადამიანი იქნება აცრილი. ჩვენი აზრით, 2022 წელს საერთაშორისო ტურიზმი მიაღწევს 2019 წლის მაჩვენებლის 60%-ს, მაგრამ სრული აღდგენა ამ წელსაც არ იქნება შესაძლებელი, ვინაიდან პანდემია კვლავ მიმდინარე ფაზაში იქნება. ჩვენი აზრით საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის შედეგს მიუახლოვდება 2023 წელს და ამ მონაცემს გადააჭარბებს 2024 წელს," - ვკითხულობთ მიმოხილვაში. 

 

 

 

27-04-2021, 22:13    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი