Facebook-ზე ყოველთვიურად 2 მილიარდ ადამიანზე მეტი ნახულობს ვიდეო-რეკლამას In-Stream

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა წარმოადგინა სარეკლამო ფორმატების შესახებ სტატისტიკური ანგარიში და ახალი ინსტრუმენტები დააანონსა. როგორც კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე ვკითხულობთ ყოველთვიურად 2 მილიარდ ადამიანზე მეტი ნახულობს რეკლამას In-Stream Facebook-ზე, ხოლო მათი 70% მას ბოლომდე უყურებს.

 

in-Stream ვიდეორეკლამის სიახლეების ველსა და Stories-ში ინტეგრაციამ რეკლამის დამახსოვრების 1,5-ჯერ ზრდა გამოიწვია. აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომლებიც აშშ-ის, ინდოეთის, ტაილანდისა და კორეის ბაზრებს იკვლევდნენ.

 

გარდა ამისა, Facebook-მა წარმოადგინა ახალი სარეკლამო ფორმატები: თემატური დაშლა და ვიდეო In-Stream და განცხადებები Reels Instagram-ზე.

 

22 აპრილიდან სოციალურმა ქსელმა ვიდეო რეკლამის In-Stream-ის თემატური დაყოფა დაიწყო. კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი რეკლამების განთავსება კონკრეტული მიმართულებით Ads Manager-ის საშუალებით. აქ არის 20 ძირითადი თემა. მაგალითად, არის ძირითადი თემა „სპორტი“, ხოლო მის ქვეშ - 700 ქვეთემა “გოლფი“, “ბეისბოლი“, “კალათბურთი“, “ცურვა“ და ა.შ.

 

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფორმატისთვის In-Stream გათვალისწინებულია რამდენიმე brand safety ინსტრუმენტი - რომლის საშუალებითაც დამკვეთები შეძლებენ გააკონტროლონ, თუ რა კონტენტის ვიდეოს დროს შეიძლება გამოჩნდეს მათი რეკლამა.

 

სოციალურმა ქსელმა ასევე ჩაუშვა რეკლამა მოკლე Instagram-ვიდეოებში — Reels. ახალი ფორმატის ტესტირება მოხდება ჯერ ინდოეთში, ბრაზილიაში, გერმანიასა და ავსტრალიაში.

25-04-2021, 09:33    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი