ტელეკომპანია ABC-მ „ოსკარების“ ტრანსლაციის ყველა სარეკლამო დრო გაყიდა

ტელეკომპანიამ ABC (რომელიც ეკუთვნის კომპანიას The Walt Disney Company) „ოსკარების“ დაჯილდოვების ცერემონიალის დროს, ყველა სარეკლამო სლოტი გაყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წამიანი საეთერო დროის ყიდვა კომპანიებს დაახლოებით, 2-2,2 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ცნობისთვის, ცერემონიალი, გაიმართება 25-26 აპრილის ღამეს.

 

 

ცნობილია, რომ ცერემონიისას 21 ბრენდი პირველად წარმოადგენს საკუთარ პროდუქციას. მათ შორის არის Starbucks, Airbnb, Grey Goose, Apartments.com, Accenture და Freshpet. ძირითადად, ეს ის კომპანიებია, რომლებმაც შეძლეს მოგების გაზრდა პანდემიისას. ამასთან, მიუხედავად ცერემონიის გადადებისა და პანდემიისა, ABC-მ შეძლო ყველა შარშანდელი დამკვეთის მომხრობა, ისეთების როგორიცაა — General Motors, Google, Rolex ა Verizon. სხვა ბრენდებს შორისაა - AARP, Adidas International, Apple, Corona, Eli Lilly, Expedia, GSK, Honda, Kellogg, Keurig, Mars, Procter & Gamble, Power to the Patient და Subway. წელს რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს შარშანდელი მონაწილეების ნაწილმა, როგორებიცაა - Microsoft, Indeed და Molson Coors.

 

 

აღსანიშნავია, რომ „ოსკარების“ შარშანდელმა ცერემონიალმა ტელეკომპანიას ABC-ს 150 მილიონი დოლარის სარეკლამო შემოსავალი მოუტანა, აქედან, 129 მოვიდა უშუალოდ დაჯილდოვების ცერემონიალის დროს რეკლამაზე, ხოლო 21 მილიონი წითელ ხალიჩაზე. 30 წამიანი სარეკლამო დრო გასულ წელს 2,15 მილიონი დოლარი ღირდა. მაშინ ყველაზე მეტი - 17,2 მილიონი დოლარი დახარჯა Cadillac-მა.

 

 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „ოსკარების“ ცერემონიალი რეკორდულად ცოტა - 23,6 მილიონმა მაყურებელმა ნახა, რაც 20%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

25-04-2021, 09:30    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი