რამდენი აქვთ ხელფასი NASA-ს ასტრონავტებს

NASA-ს სამოქალაქო ასტრონავტების მინიმალური ხელფასი წელიწადში 66 829 აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი თვეში 5 569 აშშ დოლარია.

 

დადგენილი საბაზისო სახელფასო შკალის მიხედვით, ეს ხელფასი შეესაბამება GS-12 კლასის ასტრონავტებს, რომელთა გამოცდილება ჯერ პირველ საფეხურზეა. 

 

რამდენიმე წლის უნაკლო მუშაობის შემდეგ, GS-12 კლასის ასტრონავტს, გამოცდილების მე-10  საფეხურზე ხელფასი 7,240 დოლარამდე ეზრდება.

 

აღსანიშნავია, რომ ასტრონავტები მხოლოდ GS-12 კლასით არ განისაზღვრებიან. მათ შეუძლიათ მიაღწიონ მაქსიმალურ, GS-15 დონეს, მე-10 ხარისხის გამოცდილებით.  ამ შემთხვევაში ანაზღაურება თვეში 11 966 დოლარი იქნება.

15-04-2021, 22:28    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი