ბევრი ჩემი გამოცდილი კოლეგა სწორედ ჩინურ ვაქცინას ელოდება - იმნაძე

ბევრი ჩემი კოლეგა, გამოცდილი ექიმები სწორედ ჩინურ ვაქცინას ელოდებიან, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავარია, რომ ვაქცინებს მკაცრი მარეგულირებლების აღიარება ჰქონდეს. 

 

„ჩინური ვაქცინა სულაც არ არის იაფი. AstraZeneca-სთან შედარებით ის საკმაოდ ძვირია, მისი ფასი თითქმის ტოლია Pfizer-ის ვაქცინის, აქედან გამომდინარე, ჩინურ ვაქცინას დაბალი ფასის გამო ნამდვილად არ ვყიდულობთ. მსოფლიოს ბაზარზე დღეს ვაქცინებზე ომია გამოცხადებული და ისეთი დეფიციტია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამის შეძენა. ხშირად მესმის წინადადებები, რომ იქნებ კერძო სექტორმაც შემოიტანოს - შემოიტანოს, ვინმე უშლის? ვერ შემოიტანს, იმიტომ რომ ვერ შოულობს. სახელმწიფოების დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ამ შემთხვევაშიც კი ძალიან რთულია ვაქცინების მოპოვება. ჩვენ შევიძინეთ AstraZeneca-სა და Pfizer-ის რაღაც რაოდენობა, არც ჩინური ვაქცინის ყიდვაა ადვილი, მაგრამ მთავარია, რომ ვაქცინები იყოს აღიარებული მკაცრი მარეგულირებლებით. ბევრი ჩემი კოლეგა, გამოცდილი ექიმები სწორედ ჩინურ ვაქცინას ელოდებიან“, - განაცხადა იმნაძემ "ქრონიკასთან" ინტერვიუში. 

13-04-2021, 22:07    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი