იაპონიის ბაზარზე ბანანის ლუდი გამოჩნდა

იაპონელებმა ბანანის ლუდი დაამზადეს. ბანანის ლუდი ნახევარკუნძულ იძუზე ლუდის მწარმოებლებისა და ტროპიკული მცენარეების ბაღის ორანჟერიის ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ინფორმაციას პორტალი Fruit-inform ავრცელებს. ლუდი 15 მარტიდან უკვე გაყიდვაშია.

 

ატაგავას ტროპიკული მცენარეების ბაღისა და ლუდსახარშ Hansharo Beer Brewing-ის კოოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა. მოელიან, რომ მათ მიერ დამზადებული უნიკალური პროდუქტი დამთვალიერებლებს მიიზიდავს და ტურისტების ნაკადს ისევ გააჩენს, რაც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

ატაგავას ორანჟერიის ბაღში 20 სახეობის 120 ბანანის ხე იზრდება. ნაყოფის დამწიფების შემდეგ მათ სათითაოდ კრეფენ და Hansharo-ს ლუდსახარშში აგზავნიან. Hansharo წელიწადში 50 სახეობის ლუდს უშვებს. ლუდსახარშის ხელმძღვანელი ძიუნპეი იამადა აცხადებს, რომ თავდაპირველად 12 კილოგრამი ბანანი წვენად გადააქციეს და შემდეგ ლუდის სითხეს შეურიეს, რის შედეგადაც ბანანის ზომიერი არომატით 1000 ლიტრი ორიგინალური სასმელი მიიღეს.

 

Hansharo-მ 330 მილილიტრის 1500 ბოთლი ბანანის ლუდი გამოუშვა. ბოთლის ფასი 950 იენია (8.70 დოლარი). ლუდსახარში გეგმავს ბანანის ლუდი თავის რესტორანში და ინტერნეტ-მაღაზიაშიც გაყიდოს.

7-04-2021, 22:28    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი