Nikon იაპონიაში სარკისებრი კამერების წარმოებას წყვეტს

მაღალხარისხიანი ფოტოაპარატებისა და სხვა ოპტიკური პროდუქციის მწარმოებელ იაპონურ კომპანია Nikon-ს სარკისებრი კამერების საწარმო იაპონიიდან ტაილანდში გადააქვს. ინფორმაციას გაზეთი Asahi ავრცელებს. ტაილანდში საწარმოს გადატანის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება. იაპონიაში დარჩება მხოლოდ დეტალებისა და ხსნადი ობიექტივების საწარმო.

კორპორაციის გადაწყვეტილება სარკისებრ ფოტოაპარატებზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა, რისი მიზეზიც მაღალხარისხიანი ფოტოკამერების მქონე სმარტფონების გავრცელებაა.

იაპონური ციფრული ფოტოაპარატების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირებულია: 2012 წელს დაფიქსირებული 1,468 ტრილიონი იენიდან (13,3 მლრდ დოლარი), 2020 წელს გაყიდვებმა 420 მილიარდ იენამდე (3,8 მილიარდ დოლარამდე) მოიკლო. განსაკუთრებით შემცირდა სარკისებრი კამერების გაყიდვები, რითიც Nikon-მა თავის დროზე სახელი გაითქვა. ბოლო ფინანსური წლის განმავლობაში ბრენდის გაყიდვები 24%-ით შემცირდა.

დღეისთვის იაპონიაში ციფრული კამერების გაყიდვების ლიდერი კორპორაცია Canon-ია, რომელზეც ბაზრის 36,8% მოდის. მეორე ადგილზეა კომპანია Sony 19,5%-ით, Nikon კი ბაზრის 12,6%-იანი წილით იაპონიაში ნომერ მესამე ბრენდია.

6-04-2021, 22:55    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი