მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს, კორონავირუსის ვაქცინების წყალობით, 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დაუბრუნდეს

მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს, კორონავირუსის ვაქცინების წყალობით, 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დაუბრუნდეს, - ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„პანდემია წარმოუდგენელი ტრაგედიაა. 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენ ძირითადად ნორმალურ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა გეითსმა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა.

მილიარდერმა გეითსმა, „ბილ და მელინდა გეითსების ფონდის“ მეშვეობით კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური რეაგირების მიზნით 1.75 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო.

5-04-2021, 22:29    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი